უკანასკნელი 3-5 წლის განმავლობაში ვირტუალიზაცია უმთავრეს ტექნოლოგიად გადაიქცა როგორც დიდი, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესისათვის. იგი უზრუნველყოფს მაღალეფექტურობას კომპიუტერული რესურსების გამოყენების და მენეჯმენტის პროცესში. ვირტუალიზაციის ეს უპირატესობები "ვარზიას” შეუძლია მოიტანოს თქვენს ოფისამდე და დაგეხმაროთ სერვერული და პროგრამული რესურსების ვირტუალიზაციის დაგეგმვაში, განხორციელებასა და მართვაში.
![](http://varzia.com/uploads/files/vmware-logo.jpg)
იმის მიუხედავად, თქვენი კომპანია გარე კლიენტებს უწევს მომსახურებას თუ შიდა ორგანიზაციულ სერვისებს ემსახურება, VMWare vCloud პლატფორმის მეშვეობით "ვარზია” დაგეხმარებათ განახორციელოთ სრული ფუნქციონალის, ინტეგრირებული ღრუბლოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესო SLA-ს განხორციელების და ახალი აპლიკაციების კლიენტამდე სწრაფი მიტანის საშუალებას მოგცემთ.
VMWare vCenter-ის საშუალებით ჩვენი სისტემური ადმინისტრატორები მოახდენენ თქვენი კომპიუტერული რესურსების განაწილებას და გადანაწილებას, სისტემების და აპლიკაციების მონიტორინგს, ბიზნესის უწყვეტობის და მაღალი ხელმისაწვდომობის განხორციელებას.