"ვარზია” საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიას წარმოადგენს, რომლის ძირითადი ფოკუსია საშუალო და მსხვილი კომპანიებისათვის სისტემური ინტეგრაციის გადაწყვეტილებების მიწოდება მაღალი წარმადობის სერვერული ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. კომპანიის დამფუძნებლები რთული სისტემების დაგეგმვას, განხორციელებასა და მართვაში ფართო გამოცდილების მქონე IT მენეჯერები და ინჟინრები არიან.
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სფეროა ინფორმაციული უსაფრთხოების მოწყობილობების, კონსალტინგის, აუდიტის და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების მიწოდება მსხვილი ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორისათვის. "ვარზია” გეგმავს სწრაფად გაზარდოს პორტფოლიო ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების, სერვისების, მოწყობილობების, სერვერული და მონაცემთა შენახვის სისტემების ახალი სპექტრის შეთავაზებით ფოკუსური სეგმენტისათვის. საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის, ტექნოლოგიების და ძირითადი მოთამაშეების სტრატეგიის შესახებ ინფორმირებულობა კომპანიის მენეჯმენტს აძლევს შესაძლებლობას, გათვლა გააკეთოს კომპანიის სწრაფ გაფართოებაზე.
დაგეგმილი ზრდის ძირითად მიმართულების უზრუნველსაყოფად "ვარზიას” მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აქვს ისეთ წამყვან ამერიკულ და ებრაულ კომპანიებთან, როგორიც არიან Janus, McAfee, Radware და ასევე სხვა გლობალურ მომწოდებლებთან.
ჩვენს შესახებ