"ვარზიამ" და კომპანია McAfee-მ დაასრულეს პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება. ამ პროცესში განხორციელდა "ვარზიას" სპეციალისტების ტრენინგი უსაფრთხოების პროდუქტების ინსტალაციაში, ტექნიკურ მომსახურებასა და გაყიდვებში. პარტნიორობა McAfee-სთან საშუალებას აძლევს "ვარზიას" განახორციელოს ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო, დაგეგმვის და ინსტალაციის პროექტები მცირე და დიდ კომპანიებსა და სახელმწიფო სექტორში.
"ვარზია" უკვე სთავაზობს McAfee-ს ძირითად პროდუქტების ხაზს თავის მომხმარებელს. პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის ამ ხაზში შედის: ინფორმაციის გაჟონვისაგან დამცავი პროგრამული უზრუნველყოფა (DLP), ქსელის და მონაცემთა ბაზების უსაფრთხოება, ანტივირუსი და უსაფრთხოების ინფორმაციისა და ინციდენტების მართვის (SIEM) გადაწყვეტები.