ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტი ფინანსთა სამინისტროში
თარიღი 04.11.2013

ვარზიამ განახორციელა პროექტი ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემების უსაფრთხოების დონის ამაღლების და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის მართვის კონსოლიდაციის მიზნით. პროექტის ფარგლებში სამინისტროს სსიპ "საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურთან" ერთად ვარზიამ დანერგა ინფორმაციული უსაფრთხოების პროდუქტების ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებლის, კომპანია McAfee-ს პროდუქტები:

   
  • SIEM (Security Incident and Event Management) - სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ინციდენტების და ლოგების მენეჯმენტს, მათ კონსოლიდირებას და კორელაციურ ანალიზს. იგი ასევე საშუალებას აძლევს ორგანიზაციას რეალურ დროში აკონტროლოს ვირუსული პროგრამების შემოჭრა, ჰაკერული შეტევები და აღმოაჩინოს არასასურველი პროგრამების აქტივობა.


  • Network Behavior Analysis, Intrusion Prevention System - ქსელის უსაფრთხოების დაცვის სისტემა, რომელიც რეალურ დროში ახორციელებს ქსელში გამავალი ინფორმაციის მონიტორინგს და მყისიერად ატყობინებს ადმინისტრატორებს და უსაფრთხოების მენეჯერებს საეჭვო აქტივობის შესახებ. მას ასევე შეუძლია საეჭვო აქტივობების ან ჰაკერული შეტევის ავტომატურ რეჟიმში ბლოკირება.


  • Endpoint Protection - ინოვაციური ანტივირუსი, რომელიც იჭერს და ბლოკავს ვირუსებს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვამდეც კი. მას ასევე გააჩნია მონაცემების გაჟონვის თავიდან აცილების პირველადი ფუნქცია და სხვა მრავალი აუცილებელი დამცავი შესაძლებლობა.


  • ePO - სისტემის ყველა კომპონენტის მართვის ცენტრი. ეს სისტემა წარმოადგენს მართვის პოლიტიკის ორკესტრატორს, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ როგორც ცენტრალიზებული მართვის პანელი, არამედ როგორც სხვადასხვა ტიპის და სხვადასხვა ადგილას მიმდინარე პროცესების კორელაციის, უსაფრთხოების ინციდენტების თავიდან აცილების და ადრეული შეტყობინების სისტემა.


დანერგილი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა რადიკალურად გააუმჯობესებს ფინანსთა სამინისტროს და "საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის” უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას. იგი იმუშავებს როგორც მძლავრი ინსტრუმენტი სამინისტროს ინფორმაციული სისტემების დაცვის სფეროში.

  


 
Zebna
 
 
socialuri media
facebook twitter