ბიზნეს-უწყვეტობა
ბიზნეს-უწყვეტობის დაგეგმვა წყვეტს კრიტიკულ საკითხებს, რომლებიც წარმოიშობა კატასტროფის / საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოფხვრისას ან ასეთი სიტუაციისათვის მომზადებისას. "ვარზიასა” და "იანუსის” სპეციალისტები თქვენთან ერთად მოამზადებენ საფუძვლიან გეგმას, რომელიც მოიცავს კომპიუტერული სისტემების ოპერაციების აღდგენის, ბიზნეს პროცესის უწყვეტობის და საიტის აღდგენის პროცედურებს. ყოველივე ამის შედეგად თქვენ მაქსიმალურად შეამცირებთ ზარალს, რომელიც შესაძლოა ბუნებრივმა კატასტროფებმა (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა) ან ტექნიკურმა წყვეტამ (ძაბვის გათიშვა) შესაძლოა გამოიწვიოს.
 
ნებისმიერი ბიზნესის წარმატება დიდად არის დამოკიდებული მის მიერ შექმნილ, ოპერირებულ და შენახულ ინფორმაციაზე. თანამედროვე ბიზნეს-გარემოში, სადაც ყველა სფეროში მძაფრი კონკურენციაა, ორგანიზაციის ყოფნა-არყოფნის საკითხიც კი შესაძლოა დამოკიდებული იყოს ამ ინფორმაციაზე. სამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში ინფორმაციული სისტემების შეფერხებამ შესაძლოა მოიტანოს დიდი ფინანსური ზარალი ან ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა. ჩვენი სპეციალისტების კომპეტენცია საშუალებას მოგცემთ ფოკუსირება გააკეთოთ ბიზნეს-უწყვეტობის ყველაზე უფრო კრიტიკულ ასპექტებზე. ისინი თქვენი ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ, რათა მოამზადონ კარგად გათვლილი სტრატეგია საგანგებო სიტუაციებთან გასამკლავებლად.
 
"ვარზიასა” და "იანუსის” სპეციალისტები ასევე განახორციელებენ თქვენი საგანგებო სიტუაციების გეგმის ანალიზს და მოგაწოდებენ მიუკერძოებელი ტესტირების შედეგებს, რომლის მიზანია დაადგინოს უზუსტობები და იმ კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულება, რასაც გავლენა შეუძლია მოახდინოს თქვენს ბიზნეს პროცესზე. ორგანიზაციის აქტივები შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს ბიზნეს-პროცესის რეალური აღდგენის ან აღდგენის სიმულაციის დროსაც კი. ჩვენი სპეციალისტები მომზადებულნი არიან რათა აღმოაჩინონ სარისკო წერტილები და პროცესები და შეიმუშაონ დამცავი მექანიზმები ასეთი რისკების შესამცირებლად. ისინი მუშაობენ კლიენტებთან შემდეგ სფეროებში:
 
დაცვის სტრატეგია - სამოქმედო გეგმის შემუშავება არსებული აქტივების დაცვის გეგმაში გამოვლენილი რისკების შესამცირებლად, ორგანიზაციის არსებული რესურსების და პრიორიტეტების გათვალისწინებით.
 
ბიზნესზე გავლენის ანალიზი (ბგა) - პირველი ნაბიჯი ბიზნეს-უწყვეტობის დაგეგმვისას, ბგა ახდენს კრიტიკული რესურსების და პროცესების იდენტიფიკაციას. შემდეგი ნაბიჯია უკვე თვით ბიზნეს-უწყვეტობის დაგეგმვა.
 
დაგეგმვის ტექნიკა - ახალი ბიზნეს-უწყვეტობის გეგმის შემუშავებისას თუ არსებული გეგმის შეფასებისას, ჩვენი სპეციალისტები შემოგთავაზებენ კომპეტენტურ და ფოკუსირებულ დახმარებას.
 
სიმულაციები - სიმულაციები საშუალებას აძლევს კლიენტის პერსონალს პრაქტიკაში გამოსცადოს საგანგებო სიტუაციების გეგმის გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და გააუმჯობესოს იგი. ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ მოახდინონ კატასტროფული პროცესების სიმულაცია და შეაფასონ ამოქმედებული გეგმის რელევანტურობა სხვადასხვა სცენარების შეთხვევაში.
 
Zebna
 
 
socialuri media
facebook twitter