
"ვარზია” და "იანუსი” კრიმინალისტიკურ გამოძიებას 4 საფეხურად ახორციელებენ. ეს მეთოდოლოგია უზრუნველყოფს ზუსტ შედეგებს, რომელთა წარდგენა შესაძლებელია სასამართლოზე.
1. კონსალტინგი.
კრიმინალისტიკური გამოძიება იწყება ტექნიკური კონსულტაციით, რათა განისაზღვროს თქვენი გამოძიების მოთხოვნების სპეციფიკა და მოსალოდნელი შედეგები.
2. მონაცემთა მოპოვება.
კრიმინალისტიკის სპეციალისტები მოახდენენ მონაცემთა მოპოვებას თქვენს საიტზე ან ჩვენს ოფისში. "იანუსის” მონაცემთა კრიმინალისტიკური ლაბორატორია პასუხობს აშშ თავდაცვის დეპარტამენტის საიდუმლო მონაცემებთან მუშაობის სტანდარტებს.
3. მონაცემთა აღდგენა და ანალიზი.
მონაცემთა აღდგენისა და ანალიზისათვის გამოიყენება უახლესი მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც ხდება მიზანმიმართულად შეცვლილი ან წაშლილი მონაცემების აღდგენა. ჩვენი ინჟინრები აანალიზებენ მონაცემებს და მოიპოვებენ თქვენი გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაციას.
4. შედეგები და ანგარიშები.
კრიმინალისტიკური ანალიზის დასრულებისას ჩვენ წარმოგიდგენთ შედეგებს იმ ფორმით, რომელიც პასუხობს თქვენს სპეციფიკურ მოთხოვნებს.