Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/content/99/10067199/html/index.php:3) in /home/content/99/10067199/html/index.php on line 5

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/content/99/10067199/html/index.php:3) in /home/content/99/10067199/html/index.php on line 5
Varzia
   

ბიზნესზე გავლენის ანალიზი
"ვარზია” და "იანუსი” განახორციელებენ ბიზნესზე გავლენის ანალიზს (ბგა) თქვენი ორგანიზაციისათვის, რათა დადგინდეს, რა გავლენა ექნება თქვენზე საგანგებო სიტუაციას, რომელმაც თქვენი ბიზნეს-პროცესის შეწყვეტა შეიძლება გამოიწვიოს.
 
ბგა-ს სამი ძირითადი მიზანი აქვს:
 
კრიტიკულობის განსაზღვრა - ყველა კრიტიკული ბიზნეს-ფუნქცია უნდა იქნას განსაზღვრული, ისევე როგორც ამ ფუნქციის წყვეტის გავლენა. იმის მიუხედავად, რომ არაკრიტიკულ პროცესებს შესაძლოა მიენიჭოს დაბალი პრიორიტეტი, მაინც საჭიროა მხედველობაში იქნას მიღებული სხვადასხვა დეპარტამენტებსა და ფუნქციებს შორის ურთიერთდამოკიდებულება მათი პრიორიტეტის განსაზღვრისას.
 
მაქსიმალური წყვეტის დროის შეფასება - აუცილებელია მენეჯმენტმა შეაფასოს ორგანიზაციისათვის მისაღები სერვისის წყვეტის მაქსიმალური დრო, რის შემდეგაც მას მაინც შეუძლია ქმედუნარიანობა შეინარჩუნოს. მენეჯმენტმა უნდა განსაზღვროს კრიტიკული სერვისის წყვეტის მაქსიმალური პერიოდი, რის შემდეგაც აღდგენა შეუძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, ბგა-ს პროცესმა შესაძლოა აჩვენოს, რომ კრიტიკული პროცესის წყვეტის მისაღები პერიოდი ბევრად მცირეა, ვიდრე პირველადი ვარაუდისას იყო განსაზღვრული.
 
რესურსების საჭიროების განსაზღვრა - აღდგენის რეალისტური გეგმა მოითხოვს კრიტიკული ოპერაციების და ურთიერთდამოკიდებული პროცესების აღდგენისათვის საჭირო რესურსებს. მაგალითად შეიძლება მოყვანილი იქნას შენობა, პერსონალი, ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემები, ჩანაწერები და მესამე მხარის პროცესები.
 
ბგა ხორციელდება ოთხ ეტაპად, რომელიც ციკლურია:
 
ინფორმაციის თავმოყრა;
სისუსტეების შეფასება;
ინფორმაციის ანალიზი;
შედეგების დოკუმენტირება და საჭირო მხარეებისათვის გაცნობა.
 
Zebna
 
 
socialuri media
facebook twitter