Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cookie - headers already sent by (output started at /home/content/99/10067199/html/index.php:3) in /home/content/99/10067199/html/index.php on line 5

Warning: session_start() [function.session-start]: Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/content/99/10067199/html/index.php:3) in /home/content/99/10067199/html/index.php on line 5
Varzia
   

პროგრამული უზრუნველყოფა
"ვარზია" გთავაზობთ კომპანია Quest-ის სამ ძირითად პროდუქტს, რომლებიც კორპორაციულ IT გარემოზეა გათვლილი. ესენია:
 
მონაცემთა ბაზების მენეჯმენტი;
მონაცემთა დაცვა;
წარმადობის მონიტორინგი.
 
მონაცემთა ბაზების მონიტორინგი - მოიცავს ამ სფეროს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ეფექტურ ინსტრუმენტს Toad-ს, რომელიც მუშაობს თითქმის ყველა ძირითად მონაცემთა ბაზასთან: Oracle, SQL server, MYSQL, IBM DB2, Sybase, postgreSQL, Teradata, Netezza და ა.შ. იგი წარმოადგენს სრული ფუნქციონალის მქონე ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება მონაცემთა ბაზების შესაქმნელად, მათი მენეჯმენტისა და მხარდაჭერისათვის.
 
სისტემების წარმადობის მონიტორინგი - Foglight ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებას წარმოადგენს არა მხოლოდ განსხვავებული ტექნოლოგიური პლატფორმების  (მაგ.: Java, .NET, ვირტუალური და/ან ფიზიკური სერვერები, მონაცემთა ბაზები, ქსელები), არამედ მომხმარებლის ამ სისტემებთან ურთიერთობის მონიტორინგისთვისაც. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები Foglight-ს იყენებენ მომხმარებელთა კმაყოფილების ასამაღლებლად და IT გარემოს ორგანიზაციულ საჭიროებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. Foglight უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ნებისმიერი ინციდენტის მთავარი მიზეზის აღმოჩენისათვის, რაც სისტემურ ინჟინრებს პრობლემის სწრაფად აღმოფხვრის საშუალებას აძლევს.
 
მონაცემთა დაცვა - თქვენი სარეზერვო კოპიების შენახვის სისტემაზე განთავსებისას დაკავებული ადგილის 85%-ით და მეტით შემცირება არა მარტო შესაძლებელია, არამედ მარტივიცაა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სისტემას შეუძლია მონაცემების დედუპლიკაცია მოახდინოს სერვერზე სარეზერვო კოპირების პროცესის დროს. ასეთ შედეგს შეგიძლიათ მიაღწიოთ NetVault LiteSpeed for SQL Server-ის სწრაფი კომპრესიის შესაძლებლობის გამოყენებისას. დამატებით, შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სარეზერვო კოპირების პროცესის ოპტიმალური წარმადობა და კუმშვის ხარისხი ადაპტირებადი კომპრესიის შესაძლებლობის გააქტიურებით - ეს საშუალებას იძლევა რეალურ დროში მოხდეს ადაპტაცია სერვერზე დატვირთვების ცვლილებისას. ამ ყოველივეს კომბინირებით LiteSpeed-ის სარეზერვო კოპირების მზა შაბლონებთან ძალიან მარტივი ხდება პროცესის მართვა SQ სერვერის მთელი გარემოსათვის. LiteSpeed თავიდან აგაცილებთ ძირითადი გარემოს გათიშვას ავარიული აღდგენის დროს, რადგან თქვენ საშუალება გექნებათ აღადგინოთ მონაცემები პირდაპირ ფაილებიდან და არ მოახდინოთ სრული აღდგენა და არასწორი ტრანზაქციების გასწორება პირდაპირ ძირითადი სერვერიდან.
 
Zebna
 
 
socialuri media
facebook twitter