გადაწყვეტები უსაფრთხოების სფეროში
"ვარზიას” უსაფრთხოების გადაწყვეტები ეფუძნება ამ სფეროს წამყვანი მომწოდებლების პროდუქტებს. ინფორმაციული უსაფრთხოების სერვისებსა და კონსალტინგთან ერთად, ჩვენ გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომელთა ფუნქციაა შეამცირონ ინფორმაციული უსაფრთხოების რისკები და თავიდან აგაცილონ თქვენს ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომა და მისი მთლიანობის დარღვევა, ან თუნდაც ყველაზე გავრცელებული და ადვილად განხორციელებადი მავნე ქმედება - ხელმიუწვდომელი გახადონ თქვენი ინფორმაცია ავტორიზებული მომხმარებლებისათვის.
 
ჩვენი შეთავაზებები მოიცავს  უსაფრთხოების მოწყობილობების და სისტემების ფართო სპექტრს მსოფლიოს ისეთი წამყვანი მწარმოებლებისაგან როგორებიცაა McAfee, Radware, Entensys და სხვები. ქვემოთ მოცემულია ძირითადი სისტემების ჩამონათვალი:
 
  • ქსელში შემოჭრისაგან დამცავი სისტემები;
  • DDoS შეტევის შემაკავებელი მოწყობილობები;
  • ანტივირუსები, McAfee-ის უნიკალური Deep Defense-ის ჩათვლით - პროგრამული უზრუნველყოფის, რომელიც იცავს კომპიუტერს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვამდე;
  • მონაცემთა გაჟონვისაგან დამცავი სისტემები (DLP), რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი ინფორმაცია დაცულია მესენჯერების ან printscreen ბრძანების გამოყენებით მოპარვისაგანაც კი;
  • პროგრამული და ვებ ბრენდმაუერები;
  • მონაცემთა ბაზების უსაფრთხოება - იცავს თქვენს ბაზებს მაშინაც, როცა სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეგიძლიათ თვით ბაზის უსაფრთხოების სისტემის განახლება (patching).
  • ქსელური სენსორები და ქსელში საეჭვო ტრაფიკის ანალიზი (behavioral analysis);
  • უსაფრთხოების ინტეგრირებული მენეჯმენტის ინსტრუმენტები - უსაფრხოების სისტემის მონიტორინგი, ანალიზი და მართვა ერთი კონსოლიდან.
  • რისკების შეფასების და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტები.
  • სისუსტეების შეფასების და ქსელში შეღწევადობის ტესტირების ინსტრუმენტები. 
 
Zebna
 
 
socialuri media
facebook twitter